Header image  
   
  
 
 
 
 


saqarTvelos kuTxeebi da terotoriuli mowyoba

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ასიმეტრიულია, ის მოიცავს 2 ავტონომიურ რესპუბლიკას და 79 მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტებიდან: 12 არის თვითმმართველი ქალაქი, მათ შორის საქართველოს დედაქალაქი, თბილისი, და 67 თვითმმართველი თემი.

მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 9 მხარეში, რომლებიც; არ წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს. მათ მხოლოდ საკოორდინაციო და საკონსულტაციო ფუნქცია გააჩნიათ თვითმმართველობის ერთეულებსა და საქართველოს მთავრობას შორის, სადაც მთავრობას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, ხოლო თვითმმართველ ერთეულს – გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.

saqarTvelos kuTxeebi

Georgia.svg

რეგიონი დედაქალაქი
1 აფხაზეთი სოხუმი
2 სამეგრელოს და ზემო სვანეთის ზუგდიდი
3 გურია ოზურგეთი
4 აჭარა ბათუმი
5 რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთი ამბროლაური
6 იმერეთი ქუთაისი
7 სამცხე-ჯავახეთი ახალციხე
8 შიდა ქართლი გორი
9 მცხეთა-მთიანეთი მცხეთა
10 ქვემო ქართლი რუსთავი
11 კახეთი თელავი
12 თბილისი თბილისი

რეგიონის საერთაშორისო კოდი - სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ გეოგრაფიული ობიექტების (ქვეყნები, რეგიონები, ქალაქები და ა.შ.) ცალსახა იდენტიფიცირების მიზნით შემუშავებული კოდირებულ სახელწოდებათა სისტემა (ISO 3166), რომლის ერთ-ერთი ცხრილი (ISO 3166-2:GE) შეეხება საქართველოს მხარეებს. კოდის პირველი კომპონენტი აღნიშნავს ქვეყანას (GE), ხოლო მეორე - უშუალოდ მხარეს.

 

GE-AB აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა GE-MM მცხეთა-მთიანეთის მხარე
GE-AJ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა GE-RL რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე
GE-GU გურიის მხარე GE-SJ სამცხე-ჯავახეთის მხარე
GE-IM იმერეთის მხარე GE-SK შიდა ქართლის მხარე
GE-KA კახეთის მხარე GE-SZ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
GE-KK ქვემო ქართლის მხარე GE-TB თბილისი

saxelwodeba

ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“-ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, 1990-1995 წლებში „საქართველოს რესპუბლიკა“-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია - GE.

geografia

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი.

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.

საქართველო ჩ.გ. 41o071 და 43o351 და ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორის მდებარეობს.

fizikur-geografiuli mdebareoba

გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.

ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზღვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.

საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი - ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების - კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.

ekonomikur-geografiuli mdebareoba

ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით.

საქართველოს ევროპასა და აზიას შორის მდებარეობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს:

ა) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს ყუმა-მანიჩის ღრმულზე გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მდებარეობს;
ბ) ძვ. წ. მე-5 საუკუნეში მცხოვრები ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი ჰეროდოტე ევროპასა და აზიას შორის საზღვარს მდინარეებზე - რიონსა და მტკვარზე ატარებდა. ამ შეხედულებით საქართველოს ნაწილი ევროპაში ხვდება, ნაწილი კი - აზიაში;
გ) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრებზე გავატარებთ (თურქეთთან და ირანთან), მაშინ საქართველო და მთლიანად კავკასია ევროპაში ხვდება;
დ) რადგანაც კავკასიაში უფრო ევროპული ტიპის ლანდშაფტები ჭარბობს (კავკასიის ბუნება ევრობის ბუნებას ემსგავსება), ამიტომ საქართველო ევროპაშია;
ე) ისტორიის, ტრადიციებისა და რელიგიის გათვალისწინებით საქართველო ევროპას ეკუთვნის;
ვ) თუ საზღვრებს კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მოხვდება.

საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო „ჩიხში“ იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.

ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე - 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო - 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო - 310 კმ.
ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია - სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი - შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა - 16%, საძოვრები - 25%, ტყეები - 34%. მთავარი მდინარეები - მტკვარი და რიონი.
ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.

sawvavi

ნავთობი - სამგორ-პატარძეული, თბილისის მიდამოები, სუფსა;
ნახშირი - ტყიბული, ტყვარჩელი;
მურანახშირი - ახალციხე;
ტორფი - კოლხეთის დაბლობი, ფოთის მიდამოები

liTonebi

რკინა - ქვემო ქართლი (ბოლნისი);
მანგანუმი - ჭიათურა;
სპილენძი - ბოლნისი;
ტყვია-თუთია - ბოლნისი;
ტყვია-თუთია-ბარიტი - ბოლნისი;
დარიშხანი - სვანეთი, რაჭა;
ვერცხლისწყალი - რაჭა, აფხაზეთი.

saSeni da sxva masala

საცემენტე მასალა - კასპი;
თაბაშირი - სამეგრელო, ახალციხე;
მარმარილო - კახეთი, აფხაზეთი;
ტუფი - ბოლნისი, იმერეთი, შიდა ქართლი.

mineraluri wylebi da sxva

მინერალური წყლები - თითქმის ყველა რეგიონში (ბორჯომის ხეობა, საირმე, ნაბეღლავი, ზვარე);
თერმული წყლები - სამეგრელო (მენჯი), იმერეთი (წყალტუბო, სულორი);
სამკურნალო ტალახი - ახტალა (კახეთი).

saqarTvelos sazRvrebi

სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა ლესელიძესთან იწყება. შემდგომ იგი მიუყვება ფსოუს, რომელიც სათავეს მთა აგეფსთასთან იღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს. მთა ვაციკფარსიდან მთა შავიკლდემდე საქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა მყინვარწვერზე და გვერდით ქედზე. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა ტინოვროსოდან, ეშვება ალაზნის ველზე, მიუყვება მდინარე ალაზანს, ვიდრე 1 კმ არ დარჩება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება შავ ზღვასთან, სოფელ სარფის მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს ლაზისტანის ქედის ჩრდილო დაბოლოებას, მიუყვება შავშეთის და კვლავ კვეთს არსიანის ქედს, ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, ლოქის ქედს, მდინარე მტკვარს და ივრის ზეგანს.

flora da fauna

საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 - გვიმრისებურს, 600 - ხავსებს, 650 - მღიერებს, 5000 - სოკოვნებსა და 2000 - წყალმცენარეებს.

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

saxelmwifo

საქართველო შერეული ტიპის, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. ამჟამად მმართველობის ტიპს წარმოადგენს გარდამავალი რესპუბლიკა. 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით საბოლოოდ დასრულდება და გაფორმდება საქართველოს გარდაქმნა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად.

დედაქალაქი: თბილისი.

სახელმწიფო ენა: ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზური. ეროვნული დღესასწაული: 26 მაისი (1918), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე (1991 წლის 9 პრილს, საბჭოთა იმპერიის 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი).

demografia

მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. XX საუკუნეში საქართველოში 6 ასეთი აღწერა ჩატარდა (პირველი - 1926 წელს, უკანასკნელი 1989 წელს). დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის პირველი აღწერა 2002 წლის იანვარს ჩატარდა.

1989 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 5,443,000 კაცი იყო, 2002 წლისათვის კი 4,601,500. როგორც ჩანს, 13 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარმა რთულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან მკვეთრად იკლო შობადობამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაც შეეხება საკუთრივ ქართველებს, მათი რაოდენობა საქართველოში 1989 წელს 3,787,000 კაცს უდრიდა, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის 70,1%-ს შეადგენდა. 2002 წელს კი ქართევლების რაოდენობა 3,661,000 უდრიდა, ანუ მთელი მოსახლეობის 83,8% იყო. ქართველების რაოდენობა 1989 წლიდან 2002 წლამდე მხოლოდ 4%-ით შემცირდა ანუ საქართველოს მოსახლეობის კლება ძირითადად სხვა ეროვნებების ხარჯზე მოხდა. 2002 წლის შემდეგ მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და მოსახლეობის მატება დაიწყო. 2012 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.497 მლნ-ს შეადგენს.

ეთნიკური შემადგენლობა (საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები - 83,8%, აზერბაიჯანელები - 6,5%, სომხები - 5,7%, რუსები - 1,5%, ოსები - 0.9%, იეზიდები - 0.4%, ბერძნები - 0.3%, ქისტები - 0.2%, უკრაინელები - 0.2%, აფხაზები - 0,1%;

რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები - 84.00%, მუსლიმანები - 9.9%, სომეხი გრიგორიანელები - 3.9%, კათოლიკეები - 0.8%, ეზიდები – 0.4%, იუდეველები - 0,1%, ნესტერიანელები - 0.1% და სხვები.

დიდი ქალაქები: თბილისი - 1.162.400, ქუთაისი - 194.700, რუსთავი - 120.800, ბათუმი - 124.300, სოხუმი - 43.000, გორი - 49.500 , ზუგდიდი - 84,000, ფოთი - 47,800, ცხინვალი - 7,000.

# ქალაქი მხაარე მოსახლეობა   # ქალაქი მხაარე მოსახლეობა
1 ახალციხე სამცხე-ჯავახეთი 18.500   11 რუსთავი ქვემო ქართლი 122,384
2 ბათუმი აჭარა 121,806   12 სამტრედია იმერეთი 29,700
3 გორი შიდა ქართლი 49,500   13 სენაკი სამეგრელო-ზემო სვანეთი 28,082
4 ზესტაფონი იმერეთი 24.200   14 სოხუმი აფხაზეთი 43,700
5 ზუგდიდი სამეგრელო-ზემო სვანეთი 75,550   15 ფოთი სამეგრელო-ზემო სვანეთი 47,150
6 თბილისი თბილისი 1,270,800   16 ქობულეთი აჭარა 18.450
7 თელავი კახეთი 21.800   17 ქუთაისი იმერეთი 186,300
8 კასპი შიდა ქართლი 19.900   18 ხაშური შიდა ქართლი 28.560
9 მარნეული ქვემო ქართლი 20,100   19 ჭაითურა იმერეთი 19.587
10 ოზურგეთი გურია 18.700          

kultura

არქიტექტურა: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, თბილისის ისტორიული ცენტრი, უფლისციხის და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, დავით გარეჯის და შიო მღვიმის კომპლექსები; ბაგრატის ტაძარი; ზემო სვანეთი;

<>ლიტერატურა: ქართული ეპოსი - ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთაველი, XIII ს.).

თეატრი: ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (თბილისი, 1851), რუსთაველის სახ. დრამატული (თბილისი, 1821), მარჯანიშვილის სახ. დრამატული (თბილისი, 1928).

კულტურის თავისებურებები: პოლიფონიური სიმღერა, ორიგინალური დამწერლობა.

arqiteqtura

ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა.

საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებული ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა ჰქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი - კვამლისა და სინათლისათვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში გაცრცელებული იყო მიწური სახლები - მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები.

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო უმეტესად აშენებდნენ ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს, რომლებიც ხიმინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი ჰქონდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი - ფაცხა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი - ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი ყავარი. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.

samzareulo da sufris tradiciebi

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსამცლსაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება შეინიშნებოდა. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი - ქერის ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გუდის ყველი.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.

ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდ

 

დედაქალაქი თბილისი
კოორდინატები 41°43` ჩ. გ. 44°47` ა. გ.
ოფიციალური ენა ქართული და აფხაზური
ეთნიკური ჯგუფები (2014) ქართველები – 86,8 %
აზერბაიჯანელები – 6,2 %
სომხები – 4,5 %
სხვა – 2,8 %
ეთნოქორონიმი ქართველი
ფართობი 9 700 კმ2
მოსახლეობა, 2020 შეფასება
სიმჭიდროვე
3 716 900 კაცი
53.5 კაცი/კმ² კაცი/კმ2
მოძრაობა მარჯვენა
ვალუტა ლარი (GEL)
დროის სარტყელი UTC+04:00
ISO 3166 კოდი GEO
სატელეფონო კოდი 995
ინტერნეტ-დომენი .ge

 

მუნიციპალიტეტების სრული ჩამონათვალი საქართველოს ისტორიული სოფლები
კურორტები საქართველოს ნასოფლარები
საქართველოს დიდი სოფლები საქართველოს გეოგრაფიული მხარეები

 

Resaswaulebi soflebSi
regionaluri dresaswaulebi
saqarTuli xuroTmoZRvrebis Zeglebi
saqarTuli xuroTmoZRvrebis Zeglebi ucxoeTSi

 

amindi
dedamiwa
wylis resursebi
abasTumnis astrofizikuri observatoria
qarTvelebi
saqarTvelos enebi da kiloebi
iberiul-kavkasiur xalxTa miTebi
saqarTvelos miTebi
qarTuli dResaswaulebi, rutualebi da tradiciebi
qarTuli xalxuri cekvebi, musika da TamaSebi
qarTuli xalxuri arqiteqtura da arqiteqturuli Zeglebi
turizmi
aeroporti
sabadoebi
istoriuli qalaqebi da soflebi
biblioTekebi
muzeumebi
samzareulo
saqarTvelos hidroeleqtro da Tbileleqtro sadgurebi

saqarTvelos istoria

saqarTvelos mefeebi
აფხაზთა სამეფოს მეფეები ტაო-კლარჯეთის მეფეები
დავით IV აღმაშენებელი ტაშირ-ძორაგეტის მეფეები
ეგრისის სამეფოს მეფეები ქართველი მეფე-პოეტები
იბერიის მეფეები ქართლ-კახეთის მეფეები
იმერეთის მეფეები ქართლის მეფეები
კახეთის მეფეები ჰერეთის მეფეები
საქართველოს დედოფლები  

 

ალექსანდრე I დიდი დავით IV აღმაშენებელი
ბაგრატ III (საქართველოს მეფე) დავით IX
ბაგრატ IV (საქართველოს მეფე) დავით V
ბაგრატ V დიდი დავით VI ნარინი
ბაგრატიონთა დინასტიის იმერეთის შტო დავით VII ულუ
გიორგი I (საქართველოს მეფე) დავით VIII
გიორგი II (საქართველოს მეფე) დემეტრე I
გიორგი III (საქართველოს მეფე) დემეტრე II თავდადებული
გიორგი IV ლაშა ვახტანგ II
გიორგი V ბრწყინვალე ვახტანგ III
გიორგი VI მცირე ვახტანგ IV
გიორგი VII (საქართველოს მეფე) თამარ მეფე
გიორგი VIII კონსტანტინე I (საქართველოს მეფე)
გიორგი XI რუსუდანი

 

საქართველო IV საუკუნეში საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში საქართველო XV საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XI საუკუნეში საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში

ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში

ორბელიანთა სასახლის კომპლექსი

 

 

Cvens Sesaxeb

ჩვენი საიტი მოიცავს საქართველოს ფლორას და ფაუნაას. თქვენ მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ბუნებასა და დედამიწის შესახებ მათ შორის ცხოველთა სამყაროზე. ასევე გაეცნობით უიშვიათესი ჯიშის მცენარეებს. ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ ურიცხვ ინფორამციას ჩვენი ქვეყნის ბუნების შესახებ.

 

"წინამდებარე ტექსტი/ფოტოები გადმოკოპირებულია შემდეგი ინტერნეტ წყაროებიდან: https://apa.gov.ge/ge/, https://www.wikipedia.org/. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე"